ბათუმში საპროტესტო აქცია ლოზუნგით – “ გაყალბდა” მიმდინარეობს

გაყალბდა” – ამ ლოზუნგით ბათუმში მოქალაქეები და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ს 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქციას მართავენ.
მათი თქმით, ქვეყანაში „რუსული რეჟიმის დამყარებას“ არ დაუშვებენ.
“აქ საერთო მიზანმა შეგვკრიბა. დიდი ხანია ნათელი და ევროპული მომავლისთვის ვიბრძვით. ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკურმა „კლანმა“არჩევნები გააყალბა. გვაიძულებენ, რომ რუსეთში ვიცხოვროთ, სასწორზე დევს ჩვენი ქვეყნის და თითოეული ჩვენგანის ბედი. ჩვენ არაერთხელ დაგვარბიეს და გვიგზავნიდნენ ადამიანებს დასაშინებლად, მაგრამ დღეს აქ ვდგავართ. აუცილებელია რეგიონების აქტიურობა. არ უნდა დავიღალოთ, სანამ შედეგს არ მივაღწევთ. ნებისმიერ რუსულ ძალას ქართველი ერთიანობითა და უწყვეტი ბრძოლით გადატეხს”,- აცხადებენ შეკრებილები.

ასევე დაგაინტერესებთ

მათე დევიძე – ჯერ მოძალადე მეძახეს, მერე ქვეყნის დამქცევი, მერე მოღალატე და ახლა უცებ შემიბრალონ? – ნებისმიერი შემოთავაზებული შეღავათი იქნება უარყოფილი – ჩემი ბრძოლა იქნება ბოლომდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე

ზურაბ ჯაფარიძის საქმის პროკურორი – გირაოსა და დამატებითი ღონისძიების პირობებში სრულად იქნება უზრუნველყოფილი ბრალდებულის სათანადო ქცევა – კომპენსირების გარეშე შესაძლებელია საფუძველიც კი ყოფილიყო, მოგვეთხოვა პატიმრობა