ბათუმში საპროტესტო აქცია დასრულდა

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია დასრულდა. მოქალაქეებმა თბილისში, აქციაზე დაკავებულ და დაზარალებულ მოქალაქეებს სოლიდარობა გამოუცხადეს, ასევე, დროებით დამონტაჟებულ მონიტორზე, დედაქალაქში მიმდინარე პროცესებს თვალი მიადევნეს.
“დაკავებული არიან ექიმები, პედიატრები, რომლებსაც პაციენტები ელოდებიან. სირცხვილი მოძალადე მთავრობას, რუსულ რეჟიმს, რომელიც არავის დაინდობს. მოუწოდებთ ექიმებს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, ერთად დავდგეთ და ერთად გავაპროტესტოთ ქვეყანაში რეჟიმი”, – აღნიშნეს მათ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და აჭარის მთავრობის სახლის მთავარ შესასვლელებთან ნიღბიანი სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: თაროზე ხომ არ ედოთ ლილუაშვილის საქმე და ახლა ბი-ბი-სის ჟურნალისტური გამოძიების და ევროპასთან უვიზო მიმოსვლის სავარაუდო შეჩერების გადასაფარად წინასაახალწლოდ გაწირეს განტევების ვაცი?