ბათუმში საპროტესტო აქცია დაიწყო

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი უკვე 44 დღეა იკრიბებიან ევროპული მომავლისთვის.
მათი თქმით, „არალეგიტიმური მთავრობა“, თავისუფალ ადამიანებს დევნის, რომლებიც ევროპული მომავლისთვის იბრძვიან.
„ თვეზე მეტია, ვითხოვთ მთავარს, დაკავებულთა გათავისუფლებას, ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას და არჩევნების დანიშვნას. გვარბევენ, ძალადობენ, გვაშანტაჟებენ, მაგრამ არაფრის გვეშინია, რადგან ჩვენი შვილების მომავლისთვის ვიბრძვით”, – აცხადებენ შეკრებილები.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – მნიშვნელობა არ აქვს ბიძინა ივანიშვილი რაიმე პოზიციას იკავებდა, იკავებს, ისევ წავა პოლიტიკიდან თუ რა რანგში იქნება – მისი პასუხისმგებლობა და როლი აბსოლუტურად სხვა ხარისხშია, ვიდრე ნებისმიერ თანამდებობას შეესაბამება