ბათუმში საპროტესტო აქცია გრძელდება

აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, საპროტესტო აქციები გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლება არ შეიცვლება.
„ვაპროტესტებთ ყველა იმ უსამართლობას, რაც ხდება და რაც ხდებოდა რუსთაველზე, ახალგაზრდებზე ძალადობენ და სცემენ. ახლა ჩვენ უფრო მეტს ვაკეთებ და არ უნდა გავჩერდეთ. უფრო მეტნი ვიქნებით და შეუჩერებელი იქნება ეს პროცესი”, – აცხადებენ შეკრებილები.
აქციის მონაწილეებს პედაგოგები და ხელოვანები შეუერთდნენ. აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებიც იმყოფებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – მნიშვნელობა არ აქვს ბიძინა ივანიშვილი რაიმე პოზიციას იკავებდა, იკავებს, ისევ წავა პოლიტიკიდან თუ რა რანგში იქნება – მისი პასუხისმგებლობა და როლი აბსოლუტურად სხვა ხარისხშია, ვიდრე ნებისმიერ თანამდებობას შეესაბამება