ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციას ჟურნალისტებიც შეუერთდნენ, რომლებმაც ევროპის მოედანზე მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია გამართეს.
შეკრებილების თქმით, “ქართულ ოცნებაში “რყევები დაწყებულია“ და ძალაუფლებას კარგავს.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მოუწოდებენ, დროულად გათავისუფლდნენ სხვადასხვა აქციის დროს დაკავებულები.
აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარედ სამართალდამცავებიც იყვნენ მობილიზებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: და ამ ქვეყანაში კიდე ვიღაცები კითხულობენ, ვართ თუ არა უკვე რუსეთში? და კიდე რაღაცა ნიშნებს ელოდებიან, რომ დარწმუნდნენ იმაში, რომ ამ ქვეყანაში თავიდან ბოლომდე არის რუსული რეჟიმი