ბათუმში, საპარკინგე სივრცეში მანქანის გაჩერების გამო ჩხუბის ნიადაგზე, მამაკაცის დაჭრის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს

ბათუმში შუა ხნის მამაკაცის დაჭრის ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში დაუდასტურეს.
გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს.
ცნობისთვის, ბათუმში ურთიერშელაპარაკების ნიადაგზე შუა ხნის კაცი დაჭრეს. შემთხვევა გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა. დაშავებული მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტი საპარკინგე ტერიტორიის გამო დავას მოჰყვა. თვითმხილველების თქმით, ინციდენტში მონაწილეებმა მანქანის გაჩერების გამო იჩხუბეს

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: საია პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა, ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ, თუმცა ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და განაჩენს დაელოდო

მიხაილ გალუზინი: მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად – ღირს, საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით