ბათუმში, სანაპიროზე, ორსართულიანი რესტორნის აშენება იგეგმება – მიწა 15-წლიანი იჯარით გასხვისდა

ბათუმში, საბაგიროს შენობის უკან, ზღვის სანაპიროზე, ახალ, ორსართულიან რესტორანს ააშენებენ. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა “ბათუმელები” წერს და აღნიშნავს, რომ მშენებლობაზე ს მერიაც თანახმაა. მათი ინფორმაციით, პროექტი კაფე-რესტორნის 2-სართულიან შენობა-ნაგებობას, 26 ავტომობილზე გათვლილ საპარკინგე სივრცეს და პატარა სკვერს მოიცავს.

გამოცემის ცნობით, მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა 2026 წლის 20 აგვისტომდეა. ტერიტორია კი მერიამ 15-წლიანი იჯარით გაასხვისა. აღსანიშნავია, რომ ზღვის პირას მდებარე 1 790 კვადრატული მეტრი ტერიტორიიდან, სასყიდლიანი იჯარით მხოლოდ 670 კვადრატული მეტრია გაცემული. ამ პირობების თანახმად მოიჯარე კომპანია შპს “555” ქალაქის ბიუჯეტში ყოველწლიურად იჯარის ქირას – 72 550 ლარს გადაიხდის.

ცნობილია, რომ შპს „555“ ბათუმში 2010 წელსაა რეგისტრირებული და მისი მესაკუთრე და დირექტორი მარად აბულაძეა.

„სამუშაოებს უახლოეს პერიოდში დავიწყებთ, მიმდებარე ტერიტორია დაახლოებით ერთ წელში მთლიანად მოწესრიგდება და ყველაფერი გაკეთდება ისე, როგორც ხელშეკრულებაშია გაწერილი“, – უთხრა გამოცემა “ბათუმელებს” მარად აბულაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნარკოდანაშაულში ბრალდებული თედო აბრამოვი მოსამართლეს – დილის ექვს საათამდე ვერ დავიძინე იმაზე ფიქრში, რა ხდება ქვეყანაში და რა ხდება ჩემს თავს, საგიჟეთია – ერთს ვითხოვ, სამართლიანი გადაწყვეტილება იყოს მიღებული, უდანაშაულო ვარ

კეროლინ ლევიტი – არსებობს სანქციები, რომელთა გამოყენებაც დონალდ ტრამპს შეუძლია, თუ საჭიროება იქნება, თუმცა ყოველთვის ამბობს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად მის მთავარ გზას დიპლომატია და მოლაპარაკებები წარმოადგენს