ბათუმში, სანაპიროზე მოკლული კაცის ცხედარი იპოვეს

ბათუმში, სანაპიროზე კაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ღამით მოხდა. მოკლულს ჭრილობები თავის არეში ჰქონდა მიყენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროში “მთავარი არხის” ვებგვერდს განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.