ბათუმში სამ ქვეითს ავტომანქანა დაეჯახა – დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა

AJARATIMES.GE-ის ინფორმაციით, ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ტროტუარზე სამ ქვეითს შეეჯახა. დაზიანდა კვების ობიექტის შენობაც. 2 დაშავებული კლინიკა ბაუში გადაიყვანეს.
სამედიცინო დაწესებულებაში გვითხრეს, რომ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ ქვედა კიდურების დაზიანება აღენიშნებათ. ავარიისას დაშავდა მოზარდიც, თუმცა ჩვენთვის უცნობია რომელ კლინიკაში მოათავსეს ბავშვი, ამ შემთხვევაში ინფორმაციას ვაზუსტებთ.
შემთხვევა ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მოხდა. ფაქტზე გამოძიება სსკ 276 მუხლით მიმდინარეობს.