ბათუმში საზღვაო პარაშუტით ტურისტი დაიღუპა

ბათუმში, საზღვაო პარაშუტით ერთი ტურისტი დაიღუპა, მეორე კი დაშავდა. შემთხვევა 4 ივლისს, დაახლოებით, საღამოს 8 საათზე მოხდა, როცა შავი ზღვის ს სანაპიროზე ძლიერი ქარი ამოვარდა.
როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, ს ბულვარის სანაპიროზე გამოძახებულ ბრიგადას, პარაშუტიდან ვარდნის შედეგად ტურისტი ქალი ადგილზე დაღუპული დახვდა, მამაკაცი კი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კლინიკის პრესსამსახურის ინფორმაციით, მამაკაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას კვლევები უტარდება.