გასულ ღამეს, ბათუმში სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღება სცადეს. თავდამსხმელი ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სავალუტო ჯიხურში შევიდა, თუმცა თანამშრომლებმა პოლიციის გამოძახება მოასწრეს. პირმა თანხის წაღება ვერ შეძლო.
ადგილზე სამართალდამცავები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. ამორებულია კამერების ჩანაწერები.
გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.