ბათუმში აქციის მონაწილეებმა 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობიდან მსვლელობა აბაშიძის ქუჩაზე გამართეს. პროტესტის მონაწილეები რამდენიმე წუთით აჭარის მთავრობის სახლთან შეჩერდნენ.
მათი თქმით, პროტესტის ნიშნად უმაღლეს საარჩევნო კომისიასთან მიემართებიან. ისინი აცხადებენ, რომ პროტესტი სხვადასხვა ფორმით გაგრძელდება, სანამ შედეგს არ მიაღწევენ.
“ქვეყანაში არჩევნები გაყალბებულია. წაგვართვეს არჩევანის უფლება და ევროპული მომავალი”, – აღნიშნეს მათ.