ბათუმში, პროკურატურასთან, „გახარია – საქართველოსთვის“ წევრები საპროტესტო აქციას მართავენ

ბათუმში, პროკურატურასთან, „გახარია-საქართველოსთვის“ წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი პროკურატურას მოუწოდებენ, სასტუმრო „შერატონში“, გიორგი გახარიაზე მომხდარი თავდასხმის ვიდეომასალა გაასაჯაროოს. ასევე, გამოძიება ობიექტურად წარიმართოს.
გარდა ამისა, აქციის მონაწილეები, თავდასხმის ფაქტის ამსახველი ვიდეომასალის გახარიასთვის გადაცემას მოითხოვენ.
პარტიის წევრები ამბობენ, რომ ადგილი აქვს თავდასხმის ფაქტის გაყალბებას.
„პროკურატურასთან ვართ იმიტომ, რომ მათი მოვალეობა შევახსენოთ – დანაშაულის გამოძიება მოხდეს, რომლის დამკვეთი ა. ამ პროკურატურამ მძევლად აიყვანა მთავარი მტკიცებულებები, თავდასხმის გარდა, ამ სერვერებზე სხვა ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებია. დიახ, პროკურატურა ამ დანაშაულის თანამონაწილეა“, – აცხადებენ შეკრებილები.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – კონსულტაციიდან დაბრუნების შემდეგ იმედი გვქონდა, გერმანიის ელჩი თავს შეიკავებდა, მაგრამ რამდენიმე დღე არ გასულა და მასხრად აგვიგდო – გერმანიის საგარეო უწყება ჩამოყალიბდეს, ხიდების გადება სურს თუ ამ ხიდების დაწვა?

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსები უკრაინას 430 დრონით და 18 რაკეტით დაესხნენ თავს – რაკეტის ნამსხვრევები აზერბაიჯანის საელჩოს მოხვდა – ევროპას და შეერთებულ შტატებს შეუძლიათ დახმარება და რეალურ გადაწყვეტილებებს ველოდებით