ბათუმში პოლიციის მანქანა ქვეითს შეეჯახა

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, პოლიციის მანქანა ქვეითს შეეჯახა – ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა “აჭარა თაიმსი” ავრცელებს და წერს, რომ დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია. მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება პროკურატურამ დაიწყო.