ბათუმში პოლიციამ დააკავა ელენე ხოშტარია, გიორგი კირთაძე და საპროტესტო აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე

“სტიკერის ასფალტზე გაკვრის გამო დააკავეს აქციის მონაწილეები. არაფრის გამო. გუშინდელი რეპრესიები დღესაც გრძელდება. – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ციალა ქათამიძემ.
ბათუმში მთავრობის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ადგილზე სტიკერის (წარწერით „გაიფიცე!“) დაკვრას ცდილობდა, რის საშუალებაც პოლიციამ მას არ მისცა. ერთ-ერთ ვიდეოკადრში ჩანს, როგორ ადებს ხოშტარია სტიკერს ერთ-ერთ პოლიციელს.
პოლიციამ ავტომობილში ჩასვა ელენე ხოშტარია და ოპოზიციის კიდევ ერთი წარმომადგენელი, , რომელიც, აქციის მონაწილეების თქმით, ხოშტარიას დახმარებას ცდილობდა.
„კოალიცია ცვლილებისთვის” პრესსამსახურის ინფორმაციით, ხოშტარიასთან და კირთაძესთან ერთად, დაკავებულია შუშანა მაცაბერიძე. პოლიციამ ასევე დააკავა ლუკა ნაცვლიშვილი, ლევან ხორავა, კახა სურგულაძე, ელიზბარ ჩხიკვაძე.
“ესენი არიან მონები, რომლებიც, საქართველოს ნაცვლად, ემსახურებიან კრემლს“, – განაცხადა შუშანა მაცაბერიძემ, ვიდრე მას პოლიცია დააკავებდა.
„სტიკერების გაკვრისას დაიჭირეს ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე. ეს არის რუსული მილიცია, მაგრამ ყველას ვერ დაგვიჭერენ”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნათია ლეთოდიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე პეტერ ფიშერზე – ელჩმა უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი, თავისი სამინისტროც და შეიძლება უხერხულობის მასშტაბი უფრო დიდი იყოს – ეჭვები ძლიერდება იმის ფონზეც, რომ გერმანულ სტრუქტურებს სამართლებრივი საკითხების მოწესრიგება ახასიათებთ

შალვა პაპუაშვილი საგამოძიებო კომისიაზე – ყველამ თავისი ყურით კიდევ ერთხელ მოისმა ის დანაშაულები, რომელიც სააკაშვილის რეჟიმს აქვს – სექტემბერში უკვე პარლამენტს ექნება შესაძლებლობა, მთლიან დოკუმენტს გაეცნოს, იმსჯელოს და შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს

ირაკლი კობახიძე ერთსქესიანთა ქორწინებაზე – ჩვენ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა გვჭირდება – შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება გვახსენებს, რამდენად დიდია რისკების მასშტაბი და როგორი მოთხოვნები შეიძლება დაგვიყენონ მომავალში