ბათუმში პოლიციამ აქციის მონაწილეებს გამსახურდიას ქუჩის გათავისუფლებისკენ მოუწოდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაა.
აქციის მონაწილეებს სამართალდამცავები მოუწოდებენ, რომ აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარედ, გამსახურდიას ქუჩა გათავისუფლონ.
პოლიციის მხრიდან, აღნიშნულ მოწოდებას, აქციის მონაწილეების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.
აქციაზე პერიოდულად ისმის “არა რუსულ მთავრობას”. საპროტესტო აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, რომ სამართლიან გარემოში ხელახლა ჩატარდეს საპარლამენტო .

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – ქვეყანა, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო ჩამოიშალა, რასაც არაადეკვატურად უყურებს ხელისუფლება – ეუთოს „მოსკოვის მექანიზმზე“ პასუხები კიდევ უფრო შემაშინებელია, გააზრებული არ აქვთ, რა უბედურებაში შეიყვანეს საკუთარი თავი და ქვეყანა