ბათუმში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად ორმა ადამიანმა თითები დაკარგა

ბათუმში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად ორმა ადამიანმა თითები დაკარგა.
ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ბათუმელები ავრცელებს.
მათი ცნობით, კლინიკა ბაუში (ს საერთაშორისო ჰოსპიტალში) თქვეს, რომ ერთი კაცი 40 წლისაა, რომელმაც ერთი თითი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკარგა. მეორე პაციენტი კი 25 წლის კაცია, რომელსაც თითი კლინიკაში შეყვანამდე უკვე დაკარგული ჰქონდა.