ბათუმში პიროტექნიკით ორი ადამიანი დაშავდა | მათ თითები დაკარგეს

ახალი წლის დღეებში ბათუმში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად მინიმუმ 2 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას გამოცემა “ბათუმელები” ავრცელებს და წერს, რომ 31 დეკემბერს ს საერთაშორისო ჰოსპიტალში ორივე ხელის მტევნის მრავლობითი დამწვრობით 40 წლის კაცი შეიყვანეს.
გამოცემას კლინიკაში უთხრეს, რომ მან ერთი თითი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკარგა. გარდა ამისა, 30 დეკემბერს ს სამედიცინო ცენტრში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავებული 25 წლის კაცი გადაიყვანეს. კლინიკაში “ბათუმელებს” უთხრეს, რომ საავადმყოფოში მიყვანამდე მას უკვე დაკარგული ჰქონდა ერთი თითი.
იხილეთ ამავე თემაზე:
· ქუთაისში, ახალი წლის ღამეს პიროტექნიკით ორი პენსიონერი დაშავდა