ბათუმში, პიაცას მოედანთან ძლიერი ქარის გამო სამშენებლო ინვენტარის ჩამოშლის შედეგად, ცოლ-ქმარი დაშავდა

ძველ ბათუმში, პიაცას მოედანთან ძლიერი ქარის გამო სამშენებლო ინვენტარის
ჩამოშლის შედეგად, ცოლ-ქმარი დაშავდა.
როგორც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, დაშავებულები ს სამედიცინო ცენტრში არიან გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
ცნობისთვის, ბათუმში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. ქალაქის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია. უამინდობის გამო აეროპორტში დაშვებას ვერ ახერხებს სტამბოლი-ბათუმის რეისიც.

ასევე დაგაინტერესებთ

გარდაბნის კრიმინალური პოლიციის უფროსის, გიორგი ჯანიკაშვილის განცხადებით, სამსახურებრივი ფორმა სისხლით დაესვარა მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი ქვა თავის არეში ძლიერად მოხვდა, თუმცა „ტანსაცმელი სახლში მისვლის შემდეგ გარეცხა“