ბათუმში პარაშუტის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო

შსს-მ ბათუმში პარაშუტის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 275-ე მუხლით დაიწყო, რაც წყლის ტრანსპორტის ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევის შედეგად 1 ტურისტი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული და კვლევები ამ დრომდე უტარდება. გარდაცვლილი ტურისტის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში არის გადასვენებული.