ბათუმში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღნიშნეს

ბათუმში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღნიშნეს.
მოქალაქეები ს ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის ეზოში შეიკრიბნენ და საზეიმო მსვლელობა გამართეს.
მსვლელობის მონაწილეებმა ბათუმის განმათავისუფლებელ მემორიალთან გადაინაცვლეს, სადაც პარაკლისი აღევლინა.
მსვლელობას აჭარის მთავრობის, ბათუმის მერიისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ 2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ გამოაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკო რუბიო – რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად ტერიტორიებთან დაკავშირებით დათმობები ორივე მხრიდანაა საჭირო – ეს ადვილი არ არის და შესაძლოა სამართლიანიც კი არ იყოს