ბათუმში ორმა ადამიანმა დაკარგა თითები საახალწლო პიროტექნიკით – მედია

გამოცემა “ბათუმელების” ცნობით, ბათუმში საახალწლო პიროტექნიკის აფეთქების შედეგად მინიმუმ 2 ადამიანი დაშავდა ახალი წლის დღეებში.
31 დეკემბერს, ბათუმში, საერთაშორისო ჰოსპიტალში [ბაუ] ორივე ხელის მტევნის მრავლობითი დამწვრობით 40 წლის მამაკაცი შეიყვანეს. როგორც ,,ბათუმელებს“ კლინიკაში უთხრეს, პაციენტმა ერთი თითი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკარგა. ამჟამად, მამაკაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ასევე, 30 დეკემბერს, ბათუმის სამედიცინო ცენტრში [BMC] პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაზიანებული 25 წლის მამაკაცი გადაიყვანეს. როგორც კლინიკაში გვითხრეს, პაციენტს საავადმყოფოში გადაყვანამდე უკვე დაკარგული ჰქონდა ერთი თითი.
მას ტრავმატოლოგიური ჩარევაც დასჭირდა. კაცი დღემდე გადის მკურნალობის კურს სამედიცინო ცენტრში.
ეს არ არის პიროტექნიკით დაზიანების ერთეული შემთხვევები. საქართველოში, ყოველწლიურად, პიროტექნიკის აფეთქების შედეგად ათობით ადამიანი ზიანდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი: პატრიარქი ხშირად ახსენებდა მადლიერებას, ქრისტიანისთვის აუცილებელ და ღმერთთან დამაკავშირებელ თვისებას – ახლა, მისი ღვთივ განსვენების დროს, ვხედავთ ამ მადლიერებას მისი ხალხის თუ საერთაშორისო საზოგადოებისგან

მეფე ჩარლზ III: 2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან წარმოადგენდა ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს