ბათუმში ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქცია ევროპის მოედანზე დასრულდა

ბათუმში ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქცია ევროპის მოედანზე დასრულდა. საპროტესტო აქციის მთავარი ლოზუნგი იყო “არა რუსულ კანონს”. მსვლელობის მონაწილეებმა ევროპის მოედანზე სიმბოლურად საქართველოს ჰიმნი შეასრულეს, ასევე, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გამოფინეს.
მსვლელობამდე ბათუმში, შოთა რუსთაველის უნივერსიტეტთან გაიმართა საერთო საზოგადოებრივი განხილვა – „კი ევროპას, არა რუსულ კანონს!“.
განხილვას დაესწრნენ საზოგადოების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, გამარჯვების კოალიციის ფარგლებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე , „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე და მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი .

ასევე დაგაინტერესებთ

სენატორები და კონგრესმენები – ამერიკულ მთავრობას მოვუწოდებთ, შეუერთდნენ ევროპელ პარტნიორებს სანქციებისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებაში, რათა დაჟინებით მოითხოვონ, საქართველოს მთავრობამ ყურადღება მიაქციოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციებს

მარია ზახაროვა – საქართველოს სულ უფრო მეტი მოქალაქე და პოლიტიკოსი უჭერს მხარს რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას – გვსურს პრაქტიკული ნაბიჯების დანახვა – ამ საკითხში ბურთი ჩვენს მხარეს არაა, მაგრამ მზად ვართ, საინტერესო, სახალისო, სპორტული თამაშისთვის