თბილისისა და საგურამოს შემდეგ რამდენიმე წელში “ნიუტონის თავისუფალი სკოლა” მოსწავლეებს ბათუმშიც მიიღებს. სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი გიორგი მელაძე რედაქტ2-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ბათუმის ფილიალი 1 000 მოსწავლეზე იქნება გათვლილი და გაფართოებაში დაახლოებით 20 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება.
“ბათუმში ჩვენ ველით გაფართოებას 1, მაქსიმუმ 2 წელში. იქ დიდი მოთხოვნაა, რადგან საერთაშორისო პროგრამები არ არის ხელმისაწვდომი. 20 მილიონ ლარზე მეტია ინვესტიცია ბათუმში.
საინვესტიციოდ განათლების სექტორი საინტერესოა, თუმცა არ ჯდება იაფი მიწა, მშენებლობა. რომ იყოს სახელმწიფოს მხრიდან პირობითი ვალდებულებებით უძრავი ქონების ან მიწის გადმოცემა, ვფიქრობ, უფრო დიდი ინტერესი იქნებოდა ამ მიმართულებით. ბუნებრივია, ზედმეტად დახარჯული თანხა შემდგომ სწავლის ფასზე აისახება”, – აცხადებს გიორგი მელაძე.
მისი თქმით, ამ დროისთვის ნიუტონის თავისუფალ სკოლებში 1 700 მოსწავლე სწავლობს, ბათუმი ბაზარზე შესვლის შემდეგ ამ რიცხვს კიდევ 1 000 მოსწავლე დაემატება.
