ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა ქაშიბაძე – ბათუმში იმყოფება ირაკლი კობახიძე – უნდოდათ, მათი გაკეთებული რაღაც ეჩვენებინათ და ვერაფერი აღმოაჩინეს

ბათუმში იმყოფება ირაკლი . უნდოდათ, მათი გაკეთებული რაღაც ეჩვენებინათ და ვერაფერი აღმოაჩინეს, – ამის შესახებ ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა ქაშიბაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, დღეს ს მე-16 სკოლაში ლენტს გაჭრიან, თუმცა ბავშვები ისევ ონლაინ გააგრძელებენ სწავლას. ნიკა ქაშიბაძის მტკიცებით, ხელისუფლება მსგავსი ფაქტებით ხალხის მოსყიდვას ცდილობს.
„როგორც იცით, ბათუმში იმყოფება . უნდოდათ რაღაც ეჩვენებინათ მათი გაკეთებული ბათუმში და ვერაფერი აღმოაჩინეს. მოიფიქრეს, რომ დღეს გახსნიან დაუსრულებელ მე-16 სკოლას, რეალურად ლენტს გაჭრიან და სკოლის მოსწავლეები ისევ ონლაინ გააგრძელებენ სწავლას. ასეთი მოჩვენებითია მათი სახე და ჰგონიათ, რომ მსგავსი სპექტაკლებით მოატყუებენ და მოისყიდიან ადამიანებს.
მინდა ვუთხრა კობახიძეს, გადახედეთ ბათუმს, როგორ გაანადგურეთ მისი მომავალი, ამ 12 წლის განმავლობაში, როგორ გააღარიბეთ ხალხი და რა სპექტაკლებიც არ უნდა დადგათ, თქვენ, ამ მძიმე შედეგებზე აუცილებლად მიიღებთ პასუხს 26 ოქტომბერს“, – აცხადებს ნიკა ქაშიბაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მსჯავრდებულ დარჩო ხეჩუაშვილს პოლიტიკოსის თვალთვალსა და მისი გადაადგილების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში, ოდესაში კარგ თანამდებობაზე დანიშვნას დაპირდნენ