სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული არასრულწლოვანი სიმაღლიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა. შემთხვევა დღეს, 12 ივლისს ბათუმში მოხდა.
ინფორმაციას აჭარათაიმსი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, არასრულწლოვანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმებს ადგილზე გარდაცვლილი დახვდათ.
ტაბულა დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.
