ბათუმში, მუსლიმებმა ადიგენში მომხდართან დაკავშირებით სოლიდარობის აქცია გამართეს

ბათუმში, მუსლიმებმა ადიგენში მომხდართან დაკავშირებით სოლიდარობის აქცია გამართეს.
მათი თქმით, ლოცვის საშუალება ყველას უნდა ჰქონდეს.
“სოლიდარობის აქციას ვმართავთ, რათა ჩვენს მოძმეებს მიეცეთ ლოცვის შესაძლებლობა, საქართველოს ხელისუფლება ამ საქმეში ყურადღებით უნდა იყოს, რათა სამომავლოდ მხარეებს შორის დაპირისპირება გამოირიცხოს”, – განაცხადეს შეკრებილებმა.
ცნობისთვის, დაბა ადიგენში წერეთლის N18-ში მდებარე საცხოვრებელ სახლთან, სადაც რელიგიური სკოლა ფუნქციონირებს და ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობა პარასკევობით ლოცულობს, დაპირისპირება მოხდა.
შენობის ეზოში ზარზმის მონასტრის წინამძღვარი, ნიკოლოზ გეწაძე მართლმადიდებელ სასულიერო პირებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მივიდა და მუსლიმებს შენობის დატოვება მოსთხოვა. ადგილზე მობილიზებული იყო დიდი პოლიცია.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – გუშინდელ მოვლენებს ერთი რამ აერთიანებს: სამიზნე იუმორია – ანუ ის, რამაც საბჭოთა რეჟიმის დროს საზოგადოებას უმძიმესი დღეები გადაატანინა და რაც ჩვენი ხასიათის ნაწილია, უნდა ამოიძირკვოს – რუსის ოცნება!

სტეფანე: ქვეყანა აქციეს ჯოჯოხეთად. ყველა ვინც ამ პროპაგანდაში მონაწილეობთ, მნიშვნელობა არ აქვს პროფესიას. მაგ პროპაგანდისტულ არხებზე, წამყვანი იქნება, პროდიუსერი, მუსიკოსი თუ სხვა… ყველას თქვენი წვლილი გაქვთ ამ ყველაფერში