ბათუმში მსაჯთა ზამთრის შეკრება მიმდინარეობს

სფფ-ის მსაჯთა დეპარტამენტის ორგანიზებით, ბათუმში, უმაღლესი კატეგორიის მსაჯთა შეკრება მიმდინარეობს. შეკრებაში პირველი ოთხი კატეგორიის 120 მსაჯი მონაწილეობს.
შეკრება თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგება. მსაჯები გაეცნობიან სიახლეებს თამაშის წესებთან დაკავშირებით და მონაწილეობას მიიღებენ VAR სიმულაციებში. სემინარებს სფფ-ის სამსაჯო განყოფილების ხელმძღვანელი, ჯუნეტ ჩაქირი უძღვება. ასევე მონაწილეობენ მატჩების ანალიტიკოსი ერდოან ქაინაქი და ფიტნეს ინსტრუქტორი ბერქიე ქირმიზიგილი. შეკრების გახსნის დღეს სფფ-ის გენერალური მდივანი, დავით მუჯირი დაესწრო და მონაწილეებს წარმატება უსურვა.
შეკრების პირველ დღეს მსაჯებმა ფიზიკური ნორმატივები ჩააბარეს. 2025 წლისთვის საერთაშორისო კატეგორიის ქართველ მსაჯებს კი,
შესაბამისი სამკერდე ნიშნები გადაეცათ. 2025 წლიდან, საქართველოს ფიფას საერთაშორისო კატეგორიის ექვსი არბიტრი ეყოლება, მათ შორის, ორი პირველი კატეგორიის არბიტრი გიორგი ყრუაშვილის და გოგა კიკაჩეიშვილის სახით.
მსაჯთა შეკრება 9 თებერვალს დაიწყო და 23 თებერვლამდე გაგრძელდება. ეროვნული ლიგის ახალი სეზონის სტარტს 28 თებერვალს აიღებს.
GFF.GE

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში