პოლიცია ბათუმში აქციაზე მოქალაქეებს აკავებს. დაკავებულებს შორის არიან ცვლილებებისთვის წევრები ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე.
პარტიის ერთ-ერთი წევრის ბაჩი მექვაბიშვილის თქმით, პოლიციელები ვერ განმარტავენ, რატომაა დაკავებული გიორგი კირთაძე. რამდენიმე წუთის წინ დააკავეს დროას წევრი, შუშანა მაცაბერიძეც.
