ბათუმში მოქალაქეებმა გამოსახლების პროცესი გააპროტესტეს

არა გამოსახლებას! არა უსახლკარობას! – ამ ლოზუნგებით ს მერიის შენობასთან მოქალაქეები შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი, მსვლელობით აჭარის მთავრობის სახლთან გადაინაცვლეს.
როგორც ისინი აცხადებენ, შეკრების მათი მიზანია, ხელისუფლებას მოსალოდნელი საფრთხეები შეახსენონ, რათა საბანკო დავალიანების მქონე პირებს გამოსახლება და ქუჩაში დარჩენა ემუქრებათ.
ასევე, სოლიდარობას უცხადებენ, თბილისში კეკელიძის ქუჩაზე მცხოვრებ ოჯახს, რომელიც აღსრულების პოლიციამ რამდენიმე დღის წინ გამოასახლა.
„ჩვენი დღევანდელი შეკრების მიზანია, რომ არ დავრჩეთ ღია ცის ქვეშ, აჭარაში უამრავი ოჯახია, რომელსაც გამოსახლება ემუქრება. ვითხოვთ, ხელისუფლებისგან გვერდში დგომას, დიდი საფრთხეა რომ უსახლკაროდ დავრჩეთ”, – აცხადებენ შეკრებილები

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – კიდევ ერთი დასტური მივიღეთ, რომ საქართველოში სახელმწიფო წაშალა „ქართულმა ოცნებამ“ – პრემიერს შეუძლია რაღაც დაავალოს ერთი შეხედვით დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუციის ხელმძღვანელს