ბათუმში მომხდარ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს

პოლიციამ ბათუმში მომხდარ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა. ინფორმაციას ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე: 2004 წელს დაბადებული ა.ა. და 2001 წელს დაბადებული ბ.ი. დააკავეს.
ა.ა. – ს ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მცდელობა, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება, ხოლო ბ.ი. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვისაა დაკავებული“, – წერია ინფორმაციაში.