ბათუმში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები – ცნობილია ვინ იყო პარაშუტით ფრენისას დაღუპული ტურისტი

ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი – კატარღაზე მობმული პარაშუტიდან ჩამოვარდნილი 2 ტურისტი ქუვეითის მოქალაქე იყო. 37 წლის ქალი ადგილზე დაიღუპა, 39 წლის მამაკაცი კი კლინიკაშია მოთავსებული.
გავრცელებული ინფორმაციით, პარაშუტის ვარდნა მოულოდნელმა, ძლიერმა ქარმა გამოიწვია.
დაშავებული მამაკაცი ს რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. სასწრაფოს ექიმის განცხადებით, მას სხეულის მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მისივე თქმით, მამაკაცს საავადმყოფოდან ხვალ, დღის განმავლობაში გაწერენ.
შემთხვევა მახინჯაურის ტერიტორიაზე მოხდა. ფაქტზე -მ გამოძიება 275-ე მუხლით დაიწყო, რაც წყლის ტრანსპორტის ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების ნორმის დარღვევას გულისხმობს.