ბათუმში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

დაკავებულია პირი, რომელმაც ს ცენტრში 40 წლამდე მამაკაცს ხუთი ტყვია ესროლა და ადგილზე მოკლა. მძიმე დანაშაულში მხილებული კაცი 22 წლისაა. როგორც “პირველებმა” გაარკვია, არსებობს ვერსია, რომ ის დაქირავებული ქილერია, რომელიც დამსვენებლებით გადავსებულ ქალაქში შეიარაღებული დადიოდა.
წინასწარი ინფორმაციით, მომხდარი თურქულ დაჯგუფებებს შორის, გავლენების გადანაწილებას უკავშირდება და თურქ მამაკაცზე შური სწორედ აზარტული თამაშების ბიზნესის გამოიძიეს.
ბათუმში ამბობენ, რომ ქალაქი კრიმინალური გარჩევების ბუდედ იქცა. ზუსტად იგივე რესტორანში თურქ მოქალაქეებს შორის სისხლიანი გარჩევა იყო დაახლოებით ერთი წლის წინაც. მაშინ ადგილზე ოთხი ადამიანის ცხედარი ნახეს.
“პირველების” გადამღები ჯგუფი რესტორან “გრილში” იმყოფებოდა.
თავისებური გარჩევა იყო. ხშირად არ არის, გასულ წელს იყო ჩვეულებრივად შემოსული ტურისტი და ესროლეს და ჩვენი რა ბრალია” – ამბობს “გრილის” თანამშრომელი.
არასრულ ორ წელში, ბათუმში შვიდი მკვლელობა, ასზე მეტი დაჭრა და კრიმინალური გარჩევები მოხდა “პირველები” დაინტერესდა, რას აკეთებს ამ დროს და ამ კითხვით რესტორან “გრილთან” ახლომდებარე პოლიიციის განყოფილებას მიმართა, თუმცა პოლიციელებს ეძინათ. ამის ამსახველი კადრების “ტვ პირველის” გადამღებმა ჯგუფმა გადაიღო.
რესტორანი “გრილი”, სადაც გასროლა მოხდა, თურქ ბიზნესმენ დერქან ბაშერს ეკუთვნის. საჯაროდ გავრცელებული ცნობების მიხედვით, ეს უკანასკნელი თამაშების ბიზნესთანაც არის დაკავშირებული.
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ, ბათუმში მომხდარი სროლის სამიზნე სწორედ ბაშერი იყო, თუმცა ის მაშინ სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.
ბათუმში ამბობენ იმასაც, რომ დერქან ბაშერს გარკვეული კვეთა აქვს ბიზნესმენებთან, გალიფ ოსთურქსა და ვეისელ შაჰინთან. შაჰინი მსხვილ ტოტალიზატორს ფლობს. ამიტომ არსებობს ვარაუდი, რომ დღეს მომხდარი მკვლელობა ბიზნეს წილების გადანაწილებას უკავშირდებოდეს.
მომხდარზე განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 236-ე, 376-ე და 344-ე მუხლებით მიმდინარეობს
დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.