ბათუმში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ორივე შემთხვევა ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მოხდა.
შსს-ის ინფორმაციით, დაღუპულია ქალი და შუახნის მამაკაცი.
გარდაცვლილი ქალის შემთხვევაში გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.