ბათუმში მომიტინგეებმა ბარათაშვილის, ჭავჭავაძისა და წერეთლის ქუჩები გადაკეტეს

ბათუმში აქციის მონაწილეებმა, პროტესტის ნიშნად თბილისის მოედანთან ბარათაშვილის, ჭავჭავაძისა და წერეთლის ქუჩები გადაკეტეს. ისმის შეძახილები “გამოდი”.
აქციის მონაწილეებმა მანამდე, ს მთავარი შესასვლელი რამდენიმე წუთით გადაკეტეს.
“საპროტესტო აქციაზე მოქალაქეების რაოდენობა იზრდება. გვიერთდებიან საზოგადოებრივი ტრანსპორტებიდან, მოდიან სახლებიდან ბავშვებით. ყველა თაობა აქ არის და იბრძვის ერთადერთისთვის ევროპული მომავლისთვის”,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.