ბათუმში ლოზუნგით – „თავისუფლება პოლიტპატიმრებს“ აქცია განახლდა

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა.
მოქალაქეები აცხადებენ, რომ მოთხოვნა უცვლელია, დროულად დაინიშნოს ახალი საპარლამენტო და დაუყოვნებლივ მოხდეს სხვადასხვა აქციის დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ 71-ე დღეა პროტესტის რეჟიმში იმყოფებიან და შეწყვეტას არ აპირებენ.
“თავისუფლება პოლიტპატიმრებს, რომლებიც სისტემამ უკანონოდ დააკავა”, – აცხადებენ შეკრებილები.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…