ბათუმში კორპუსიდან გადმოვარდნილი არასრულწლოვანი დაიღუპა – შენობის სახურავზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

ბათუმში, ლეონიძის N35-ში მდებარე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის შენობიდან არასრულწლოვანი გადმოვარდა. სასწრაფო დახმარების სამსახურში აცხადებენ, რომ 12 ივლისს, 06:00 საათზე შეტყობინება შევიდა მაღალი სართულიდან მამაკაცის ვარდნის შესახებ. ადგილზე მისულ ბრიგადას მოზარდი დაღუპული დახვდა.
უნივერსიტეტის პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ საერთო საცხოვრებლის ოთხსართულიან კორპუსში მიმდინარეობს სახურავის შეკეთების სამუშაოები, რომლებსაც ტენდერში გამარჯვებული ერთ-ერთი კომპანია აწარმოებს. უნივერსიტეტის ინფორმაციით, დაღუპული კომპანიას წარმოადგენდა. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა სამუშაოს ასრულებდა ის ან რა მიზნით იმყოფებოდა შენობაში.
-ს ცნობით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას.
რადიო თავისუფლება ცდილობს კომპანიასთან დაკავშირებას.

ასევე დაგაინტერესებთ

“ერთადერთი კაცი, ვინც პასუხისმგებელია ქვეყანაში ცხოვრების გაძვირებაზე, არის ბიძინა ივანიშვილი – პასპორტი გაძვირებამდე იყო 100 ლარი, გაძვირების შემდეგ გახდა 150 ლარი; პირადობის მოწმობა გაძვირებამდე იყო 30 ლარი, გაძვირების შემდეგ გახდა 60 ლარი…”

ლევან ღამბაშიძე: თუ ვინმეა საქართველოში არაკონსტიტუციური ძალა, ეს არის ქართული ოცნება და კი, მეც მიმაჩნია, რომ მასთან საუბარს აზრი არ აქვს, სანამ ყველა ტყვე არ გათავისუფლდება და ქვეყანაში არ ჩატარდება სამართლიანი არჩევნები