ბათუმში ის სკოლის მოსწავლეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საპროტესტო აქციას მართავენ და აცხადებენ, რომ მიღებული პროექტი მათ ევროპულ განათლებასთან აშორებს

ბათუმის ცენტრალურ პარკში სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავენ.
მათი განცხადებით, სკოლის მოსწავლეები სტუდენტებს უერთდებიან და ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
სკოლის მოსწავლეების თქმით, ევროკავშირთან დაშორება, მათ დასავლურ განათლებასთან აშორებთ.
აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ, თბილისში, რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეებს და მათზე განხორციელებულ ძალადობას გმობენ.
“ჩვენს გადაწყვეტილებას მასწავლებელთა ნაწილი არ ეთანხმება, მაგრამ ჩვენ მაინც გამოვედით და ვაპროტესტებთ წარმოდგენილ კანონპროექტს. ეს გვაშორებს დასავლურ განათლებასთან”, – ამბობენ სკოლის მოსწავლეები.

ასევე დაგაინტერესებთ