ბათუმში ე.წ. ჭაჭის კოშკს დაანგრევენ

შპს „რივიერამ“ ბათუმის მერიას ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარედ არსებული სკვერის კონცეფცია წარუდგინა. საკითხი სხდომაზე ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსმა, გიორგი წანაწყენიშვილმა გაიტანა. მისი ინფორმაციით, ე.წ. ჭაჭის კოშკს დაანგრევენ. ამის შესახებ „ბათუმელები“ წერს.
„ჭაჭის თაუერის“ 2012 წელს აშენდა და მშენებლობაში ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან თავის დროზე 810 055 ლარი დაიხარჯა.
საკრებულოს 2024 წლის 9 აგვისტოს დადგენილების მიხედვით, სკვერის კონცეფცია მოიცავს ე.წ. “ბურუნ-თაბიეს” ტერიტორიას, რომელიც ერთი მხრიდან ნავსადგომსა და გოგებაშვილის ქუჩას შორის არის მოქცეული, ხოლო მეორე მხრიდან – ბულვარსა და ე.წ. “ჭაჭის კოშკის” სკვერს შორის.
დადგენილების მიხედვით, „დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმა ითვალისწინებს ამორტიზებული და უსახური ჭაჭის შადრევნებიანი კოშკის დემონტაჟს.“

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”