ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხმაური იყო – შემთხვევის ადგილზე, ოპოზიციის წარმომადგენლების მისვლას დაპირისპირება მოჰყვა

ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხმაური იყო. შემთხვევის ადგილზე, სოლიდარობის მიზნით ოპოზიციის წარმომადგენლები მივიდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
ადგილობრივები, ასევე, დაუპირისპირდნენ მედიის წარმომადგენლებსაც, რომლებსაც მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ.
როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, ხელისუფლებამ უბედური შემთხვევის ადგილზე “ქართული ოცნების” მხარდამჭერები დაახვედრათ, რომლებიც აგრესიით გამოირჩეოდნენ.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკ რუტე: ნატო-საქართველოს ურთიერთობის შენარჩუნებას აზრი აქვს, მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც უნდა ვაღიაროთ – მოვუწოდებთ საქართველოს, პროევროპულ და მომავალზე ორიენტირებულ გზას დაუბრუნდეს, რაც ამჟამად სერიოზულ შეშფოთებას იწვევს