ბათუმში ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია განახლდა

ბათუმში ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ევროპული მომავლისთვის იბრძვიან.
მათივე განცხადებით, ისინი სოლიდარობას უცხადებენ, თბილისში აქციის დროს დაზარალებულ მოქალაქეებს.
“ხედავთ, საქართველოს ყველა კუთხეში გამოსული არიან მოქალაქეები და ევროპული მომავლისთვის იბრძვიან, ჩვენი ერთად ყოფნა გამარჯვებამდე მიგვიყვანს, ძალიან ცოტა დრო დარჩა “ქართული ოცნების” ხელისუფლებას, ისინი ვერ წავლენ ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ, ვალდებული იქნებიან, რომ ხელახალი საპარლამენტო დანიშნონ, რომელსაც ჩვენ ქართველი ხალხი მოვიგებთ”,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – გავიხსენოთ 2012 წლამდე პერიოდი – საზოგადოებაში იყო უმძიმესი განწყობა, დღეს კი ისმის უბრალოდ განცხადებები, რომლებზეც მტკიცებულებები არ არსებობს – რატომ არ არის თუნდაც საპროტესტო აქციებზე მუხტი?