ბათუმში, ევროპის მოედანზე, სადაც ნუცა ბუზალაძის კონცერტი მიმდინარეობს, აქციის მონაწილეები მივიდნენ – ისმის შეძახილები „სირცხვილია“

ბათუმში, ევროპის მოედანზე, სადაც ნუცა ბუზალაძის საახალწლო კონცერტი მიმდინარეობს, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მყოფი აქციის მონაწილეები, ბუზალაძის კონცერტზე მივიდნენ და თბილისში სხვადასხვა აქციის დროს, დაშავებული მოქალაქეების ფოტოები გამოფინეს.

პერიოდულად ისმოდა შეძახილები “სირცხვილია”.

ცნობისთვის, საპარლამენტო არჩევნების ხელახლა დანიშვნის მოთხოვნით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან 38-ე დღეა მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს