ბათუმში, ევროპის მოედანზე მოქალაქეები იკრიბებიან

ბათუმში, ევროპის მოედანზე მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ.
ისინი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ირაკლი მ „რუსეთს საბოლოოდ გაუხსნა კარი“.
აქციის მონაწილეების თქმით, დღეს “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს ევროპული მომავალი საბოლოოდ დაასრულა.
შეკრებილების თქმით, ქართველი ხალხი რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს.
“წინასაარჩევნო კამპანიისას “ქართული ოცნება” ამბობდა, რომ ღირსებით ევროპისკენ მიდიოდნენ, აღმოჩნდა რომ არ მიდიან. უღირსობითაც არ მიდიან ევროპაში. ამას რომ შევეგუოთ, ნაზავი ვიქნებით ს ბელორუსის და იმ ქვეყნების, სადაც დიქტატურა მეფობს, ისეთი მმართველები არიან, რომლებსაც ხალხის აზრი არ აინტერესებს, ამიტომ გამოვიდეთ ქუჩაში, ახლა სახლში ყოფნის დრო არ არის”,- აცხადებს აქციის მონაწილე ლევან გორგილაძე.