ბათუმში დეველოპერებისგან გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 42.7%-ით შემცირდა – Galt & Taggart

2024 წელს ბათუმში 977.5 მლნ დოლარის ღირებულების 15 195 ბინა გაიყიდა, აქედან 8 608 პირველად, 6 587 კი მეორად ბაზარზე, – ამის შესახებ ინფორმაციას Galt & Taggart ს უძრავი ქონების ბაზრის 2024 წლის მიმოხილვაში აქვეყნებს.
2022-23 წლებში რეკორდულად მაღალი მოთხოვნის შემდეგ, უძრავი ქონების ბაზარზე 2024 წელს გაყიდვების ტემპმა იკლო. კვლევის მიხედვით, ეს კლება განპირობებული იყო სხვადასხვა ფაქტორების ერთობლიობით, მათ შორის მაღალი ფასებით და მაღალი საპროცენტო განაკვეთებით გლობალურად, ქვეყნის შიდა პოლიტიკური არასტაბილურობით, მიგრანტების ეტაპობრივი გადინებით, მოკლე ვადაში დასრულებადი პროექტების შეზღუდული ხელმისაწვდომობით (პროექტები, რომლებიც 2025 წელს სრულდება, თითქმის სრულად გაყიდულია).
Galt & Taggart-მა 2024 წლის იანვარში იმ 8 სისტემური დეველოპერის გამოკითხვა ჩაატარა, რომლებსაც სამშენებლო პროექტები ბათუმში აქვთ. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ კვლევის მიზანი პირველად ბაზარზე გაყიდვების დაგვიანებით რეგისტრაციის საკითხის აღმოფხვრა და ბაზრის უახლესი ტენდენციების შესახებ ინფორმირებულობა იყო.
მიმდინარე შედეგებზე დაყრდნობით, პირველად ბაზარზე საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვების ტემპი, რეკორდული 2022-23 წლების შემდეგ შემცირდა 2024 წელს. დეველოპერებისგან გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 2024 წელს 42.7%-ით შემცირდა.
დეველოპერული კომპანიების გამოკითხვის მიხედვით, ადგილობრივი მოსახლეობის წილის კლება ჯამურ გაყიდვებში გაგრძელდა და 2024 წელს 16% შეადგინა. გარდა ამისა, 2023-24 წლებში რუსი მყიდველების წილი 20%-დან 18%-მდე შემცირდა. ამასთან, ს მოქალაქეების წილის კლება გაყიდვებში ს მოქალაქეების წილის ზრდით (7%-დან 10%-მდე გაიზარდა 2023-24 წლებში) დაკომპენსირდა.
რაც შეეხება მეორად ბაზარს, ამ მიმართულებით რეგისტრირებული ტრანზაქციები 2024 წელს საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები ბათუმში წლიურად 3.1%-ით შემცირდა და სულ 6,587 ბინა გაიყიდა.
„პირველად ბაზართან შედარებით მცირე კლება სავარაუდოდ მიუთითებს შეზღუდული რაოდენობის ბინებზე, რომელთა მშენებლობა მოკლე ვადაში სრულდება, რაც, თავის მხრივ, ზრდის მოთხოვნას დასრულებულ ბინებზე“, – განმარტავენ მიმოხილვის ავტორები.
ტრანზაქციების კლების მიუხედავად, 2024 წელს ბათუმის პირველად ბაზარზე საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასებმა ზრდა განაგრძო და წლიურად საშუალოდ 11.4%-ით გაიზარდა, თუმცა ფასების ზრდის ტემპი წინა წლებთან შედარებით შენელდა.
ბინების ფასის გათვალისწინებით, გასულ წელს გაიზარდა გაყიდული ბინების ჯამური ღირებულებაც, რამაც 977.5 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 4.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
უძრავი ქონების გაქირავების ფასები ბათუმში, 2024 წლის დეკემბერში ქირის ფასი როგორც მოსალოდნელი იყო მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც ტურისტული სეზონის დასრულებას უკავშირდება.
„ქირის შემოსავლიანობა კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება და 8.8%-ს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება შესადარისი ქალაქების მაჩვენებელს. თუმცა უახლოეს წლებში დაგეგმილი მიწოდების გათვალისწინებით, მოსალოდნელია იჯარის შემოსავლიანობის შემცირება, თუ ტურისტული ნაკადები ყოველწლიურად მნიშვნელოვანად არ გაიზრდება“, – ნათქვამია კვლევაში.