ბათუმში დაკარგული ბიჭის დედა მიმართვას ავრცელებს
ბათუმში, დაკარგული 15 წლის ბიჭის,ალექსანდრე მიქელაძის დედა ნათია დიაკვნიშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
“ბედნიერებისთვის, ჩემი 3 ცალის გასამება მჭირდება, უფალო…”,- წერს ნათია დიაკვნიშვილი.
შეგახსენებთ, ალექსანდრე მიქელაძეს უკვე 3 თვეზე მეტია ეძებენ. ბიჭი 16 იანვარს, ღამით, 22:00 საათიდან გაუჩინარდა.
