ბათუმში დაკავებულ სტუდენტ ლუკა ნაცვლიშვილს 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა სტუდენტ ლუკა ნაცვლიშვილს, რომელიც ამავე ქალაქში გუშინ, 26 მაისს დააკავეს.
19 ლუკა ნაცვლიშვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2022 წელს მოექცა, როდესაც 16 წლის ასაკში, ერთ-ერთ სკოლაში ჩამოხსნა სა და ოკუპირებული ს „დროშები“.
მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ის სასამართლოს შენობიდან პოლიციამ წაიყვანა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდის მონაცემებით, გულიკო კაჟაშვილი მოსამართლედ მუშაობს 2022 წლიდან. მანამდე იყო სხვადასხვა კომპანიის იურისტი. წლების წინ კი განათლება მიიღო -ში, ჩეხეთსა და გერმანიაში.
თვითმხილველის, ს უნივერსიტეტის სტუდენტის, არჩილ ბერიძის ცნობით, 26 მაისის აქცია დასრულებული იყო, როდესაც ლუკა ნაცვლიშვილი და სხვა მეგობრები გარკვეულ საკითხზე საუბრობდნენ, რა დროსაც ნაცვლიშვილი დააკავეს:
„30-მდე პოლიციელი მოვარდა, ლუკა წაიყვანეს… გავარიდეთ სიტუაციასო, მაგრამ დაიჭირეს“, – იხსენებდა არჩილ ბერიძე.
მოგვიანებით რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ ლუკა ნაცვლიშვილი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მულით: პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა (173) და წვრილმანი ხულიგნობის (166) მუხლებით.
სასამართლო, რომლის მიკერძოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები ხშირად ჟღერდება, ხშირად იყენებს ადმინისტრაციულ პატიმრობას იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც პროევროპულ აქციებში მონაწილეობენ. 2024 წლის 28 ნოემბრის შემდგე მიმდინარე დემონსტრაციების მთავარი მოთხოვნებია: ახალი საპარლამენტო ს ჩატარება და აქციაზე დაკავებულთა გათავისუფლება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა