პოლიციამ ბათუმის აეროპორტში დააკავა საიმონ ლევიევი (იგივე შიმონ იეჰუდა ჰაიუტი) რომლის შესახებაც გადაღებულია Netfix-ის დოკუმენტური სერიალი, Tinder Swindler-ის (ტინდერის თარღლითი)
ინფორმაცია ლევიევის დაკავების შესახებ თავდაპირველად გამოცემა The Jerusalem Post-მა გაავრცელა. გამოცემის თანახმად, ის კვირას დააკავეს და როგორც მისი ადვოკატი განმარტავს დაკავების მიზეზი უცნობია.
“ის თავისუფლად მოგზაურობდა მთელ მსოფლიოში”, – ციტირებს The Jerusalem Post გამოცემა Walla-სთვის ადვოკატის მიცემულ კომენტარს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლება უთხრეს რომ საიმონ ლევიევი დააკავეს როგორც ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი.
ისრაელის მოქალაქე 35 წლის საიმონ ლევაევის, როგორც თაღლითის შესახებაც 2022 წელს Netflix-მა დოკუმენტური სერიალი გადაიღო.
ის წლების განმავლობაში ქალებს ონლაინ გაცნობის აპლიკაციით Tinder-ის საშუალებით უკავშირდებოდა და თავს აცნობდა, როგორც ბრილიანტების მაგნატის, ლევ ლევაევის მემკვიდრედ. შემდეგ კი სხვადასხვა თაღლითური სქემის გამოყენებით მათ ფულს სძალავდა.
