ბათუმში გოგოლის ქუჩაზე მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნაა, ხელისუფლებამ ისინი საცხოვრებელი ფართებით დააკმაყოფილოს.
როგორც ისინი ამბობენ, აღნიშნულ ქუჩაზე მდებარე მშენებარე კორპუსები, სახელმწიფო კუთვნილებაში გადავიდა და მოქალაქეები სწორედ ამ ბინების მათთვის გადაცემას მოითხოვენ.
ასევე, ისინი მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ და აცხადებენ, რომ წასასვლელი არსად აქვთ და ღია ცის ქვეშ უწევთ ყოფნა.




