ბათუმში გაიმართა უკრაინის სოლიდარობის აქცია

“სიკვდილი მტერს” – ამ შეძახილით დაიწყო უკრაინის სოლიდარობის აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე, რომლის ორგანიზატორია მოძრაობა “მაიდანი “.
უკრაინელმა აქტივისტებმა მოედანზე გამოფინეს ში მიმდინარე ომის ამსახველი დოკუმენტური ფოტოები. მოაწყვეს ომში დაღუპული უკრაინელი და ქართველი მეომრების ფოტოების სტენდი.
აქცია დაიწყო უკრაინის სახელმწიფო ჰიმნის ცოცხალი შესრულებით. აანთეს სანთლები და პატივი მიაგეს ომში დაღუპულებს.
სოლიდარობის აქციაზე საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაც გაიმართა, უკრაინაში მებრძოლი სამხედროების დასახმარებლად.
“სიკვდილი მტერს” – ისმოდა შეძახილები ქართულ და უკრაინულ ენებზე.

„მსოფლიოს უნდა გავახსენოთ, რომ ახლაც უკრაინელი ბავშვები და მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება ს აგრესიას”, – აღნიშნა ერთ-ერთმა გამომსვლელმა.
სოლიდარობის აქციაში მონაწილეობდნენ უკრაინელი, ქართველი, ბელარუსი და რუსი აქტივისტები. ასევე, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.
ევროპის მოედანზე მედეას ძეგლთან რუსმა აქტივისტებმა პარალელურად გამოფინეს ციხეში გარდაცვლილი რუსი პოლიტიკოსის ს სურათები, რომლებიც ყვავილებით შეამკეს.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო კაჭკაჭიშვილი – ახალი არჩევნები “ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან წასვლას ნიშნავს, ამიტომ მიმართა სტრატეგიას, მიჩქმალოს და სერიოზულობა დაუკარგოს წინააღმდეგობას, რომელიც ქვეყანაშია, ეს დიდი ხნის განმავლობაში ვერ დაეხმარებათ