ბათუმში ახალაშენებული ბინების ფასი 13%-ით გაიზარდა

2023 წელს, ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2022 წელთან შედარებით 13%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 8%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
Colliers Georgia-ს მიმოხილვის მიხედვით, 2023 წლის დეკემბერში ბათუმში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 33%-იანი კლება ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2022 წლის დეკემბერთან შედარებით მაჩვენებელი 35%-ით შემცირდა.
2023 წლის დეკემბერში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 1,203 ერთეული შეადგინა და წინა წლის დეკემბერთან შედარებით 33%-ით შემცირდა. ბაზრის ზომა 31%-ით, 55 მილიონ დოლარამდეა შემცირებული.

ასევე დაგაინტერესებთ